არქივი8 დეკემბერი, 2023, 22:41
შენგელია ბრწყინვალეა - ქართველის მაგარი მატჩი ევროლიგაში
ევროლიგის მე-13 ტურში "ვირტუსმა" "მაკაბის" უმასპინძლა და 100:90 დაამარცხა.
იტალიელთაგან თორნიკე შენგელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 33:52 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თოკო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ვირტუსი" 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.
ლუკა ბანკის გაწვრთნილი გუნდი 12 დეკემბერს, "ოლიმპია მილანოს" დაუპირისპირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.