არქივი9 თებერვალი, 2024, 08:27
შემოსავლების სამსახური - სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
“შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის”, - აცხადებენ უწყებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.