სატელეფონო ქსელის დაზიანების გამო შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა შეჩერებულია
„ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი“, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
სამსახურის ცნობით, ადგილი აქვს სატელეფონო ქსელის სისტემურ დაზიანებას
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი.
მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა. აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.