შემოდგომაზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამჯერ მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

The Wall Street Journal-ის შეფასებით, შემოდგომის სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 6 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით მიიტანა იერიში უკრაინაზე.
ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე ზაფხულში და 4-ჯერ მეტი, ვიდრე 2023 წლის შემოდგომაზე. დასკვნები ეფუძნება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებს და შეესაბამება თავდასხმების ანგარიშებს, თვითმხილველთა ჩვენებებსა და უკრაინის ოფიციალური პირების კომენტარებს, აღნიშნავს WSJ.
უკრაინის მიმართულებით გაშვებული ყველა შორი მანძილის საბრძოლო მასალის 92% იყო უპილოტო საფრენი აპარატები და „ცარიელი“ დრონები – დრონები საბრძოლო მუხტის გარეშე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო თავდაცვისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების ყურადღების გასაფანტად. უკრაინის სამხედროების თქმით, თავდასხმის დროს დრონების დაახლოებით ნახევარი შესაძლოა „ცარიელი“ აღმოჩნდეს.
დანარჩენი დრონებიდან ზოგიერთი ხვდება საცხოვრებელ კორპუსებს და ელექტროენერგეტიკის ობიექტებს, ხოლო უმეტესობა ნადგურდება ან „იკარგება“ რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად. კერძოდ, უკრაინელი სამხედროები ცვლიან GPS მონაცემებს – დრონი გადადის კურსიდან, შემდეგ ასწორებს მიმართულებას და ისევ ცდილობს დაარტყას მიზანს, მაგრამ ამას დრო და საწვავი სჭირდება.
WSJ-ის თანახმად, საჰაერო თავდაცვის მობილურ გუნდებს ეკრძალებათ ჩამოგდებულ დრონებთან მიახლოება, რადგან ზოგიერთი მათგანი დაპროგრამებულია დაგვიანებით აფეთქებაზე. გარდა ამისა, ხდება ისე, რომ დრონი მიფრინავს ერთი სამიზნისკენ, შემდეგ მიმართულებას იცვლის და მიფრინავს მეორისკენ. სამხედროებმა ასევე შენიშნეს, რომ თუ დრონს რომელიმე რაიონის თავზე ჩამოაგდებენ, სხვა დრონები ამ რაიონს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არიდებენ თავს.
რაკეტების განადგურებასთან დაკავშირებით სიტუაცია უკრაინელი სამხედროებისთვის უარესადაა: თუ ოქტომბერში მათ დრონების 93%-ის ჩამოგდება ან კურსიდან აცდენა მოახერხეს, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 8%-ზე ოდნავ მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად