ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-მდე მართვადი საავიაციო ბომბი, 550-ამდე დრონი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მხოლოდ ძალის ჩვენებით არის შესაძლებელი აიძულონ რუსეთი, უარი თქვას ტერორზე.
„მადლობელი ვარ უკრაინის დამცველი მეომრებისა და ჩვენი პარტნიორების, რომლებსაც ესმით ჩვენი საჭიროება, გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა მსოფლიო ისეთი ერთიანი და ძლიერი უნდა იყოს, როგორც არასდროს. მხოლოდ ძალით შეგვიძლია ერთად ვაიძულოთ რუსეთი და მისი მოკავშირეები, უარი თქვან ტერორზე და მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.