ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შემიშვით თიკა რუხაძესთან – ანდრო ჭიჭინაძის დედა პოლიციელებს

შემიშვით თიკა რუხაძესთან – ანდრო ჭიჭინაძის დედა პოლიციელებს

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს. ლიკა გუნცაძემ პოლიციელებს “ოცნების” კულტურის მინისტრთან შეშვება რამდენჯერმე სთხოვა.
“გადაეცით, რომ ვარ ანდრო ჭიჭინაძის დედა და შემიშვან. დედა ვარ “- უთხრა პოლციელებს ლიკა გუნცაძემ.
რეჟიმის ტყვის დედას რუხაძისგან აინტერესებს, რატომ გათავისუფლდა დავით დოიაშვილი “ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან.
ლიკა გუნცაძე ახლა პასუხის მოლოდინშია, შეუშვებენ თუ არა მას და მიეცემა თუ არა თიკა რუხაძესთან გასაუბრების საშუალება.
სამინისტროს წინ აქციის მონაწილეების დავით დოიაშვილის უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ და სკანდირებენ -“სოლიდარობა დოის”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.