თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება, კერძოდ მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
ასევე სასამართლო სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, გარდა რევაზ კიკნაძისა და რუსლან სივაკოვისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც მისი განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს წარმოადგენს. ადვოკატებმა კი მოსამართლეს მიმართეს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტური არ არის და მტკიცებულებების არდაშვების შაუმდგომლობით მიმართეს. ასევე, სასამართლო სხდომა კვლავ ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?