„შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ“ – ზელენსკი -ისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ისა და რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და იმავე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა ამას დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქით, „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს“.
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან