“შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია“- მდინარაძე ყაველაშვილზე

ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, მიხეილ ყაველაშვილზე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, თქვა რომ ის შემდგაეი პოლიტიკოსია.

“პირველი რიგის მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის, თავისი სამშობლოს მიმართ, და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუ კი რამე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ.

გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.”- აღნიშნავს მამუკა მდინარეძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?