არქივი14 დეკემბერი, 2024, 12:06
მდინარაძე ყაველაშვილზე: შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია

პირველი რიგის მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის, თავისი სამშობლოს მიმართ, და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუ კი რამე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.