შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე

სანამ სიმართლე ბოლომდე ხელის გულზე გამოვიდოდა, მაშინ არ იყო საქართველოსთვის სანქციები საშიში იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა და ამ ყველაფრის მიუხედავად, დამოუკიდებელს ხარისხს აუმჯობესებდა. დღეს, მითუმეტეს ეს არანაირი პრობლემა არ არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ სიმართლე მთელმა მსოფლიომ დაინახა და თუ ვინმეს ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრი უნდა, უნდა შეხედოს დღეს სიმართლე საით არის და სანქციები რას ემსახურება.
„ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ პირადად მე ვთქვი და ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ ევრო ბიუროკრატებისგან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები არის ჩარჩენილი მძლავრად, სამწუხაროდ, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც, შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა მითუმეტეს, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრი უნდა, უნდა შეხედოს დღეს ეს სიმართლე საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება. ასეთი სანქციები იქამდე, სანამ ეს სიმართლე ასე ბოლომდე ხელის გულზე გამოვიდოდა, მაშინ არ იყო საქართველოსთვის საშიში იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა. დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად. დღეს მითუმეტეს აქ არანაირი პრობლემა არ არის“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები