მამუკა მდინარაძე – სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვენების მხრიდან დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, უფრო „მკაცრი და მძიმე დარტყმები“ შეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან „მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე“.
„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დი ფსთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე – ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის “,- განაცხადა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო