შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს

შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
ფოტო: Joshua Worth
13
წაკითხვა
ახალი ნაშრომის ავტორები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით (JWST) CRISTAL-02-ს დააკვირდნენ. ეს გალაქტიკა სამყაროს შექმნიდან სულ რაღაც მილიარდ წელიწადში წარმოიშვა. მეცნიერებმა უჩვეულო რამ შენიშნეს: გალაქტიკიდან ცივი აირის უზარმაზარი ნაკადები იფრქვევა. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკა ვარსკვლავების წარმომშობ ნივთიერებებსაც აქტიურად კარგავს.
მკვლევრების თქმით, თუ ეს გამოფრქვევები დიდხანს გაგრძელდება, გალაქტიკა შეიძლება 50 მილიონ წელიწადზე ნაკლებშიც კი მოკვდეს. ამით ასტრონომიის ერთ-ერთი იდუმალი ფენომენი ძალიან მარტივად აიხსნება: რატომაა ადრეული სამყარო უზარმაზარი მკვდარი გალაქტიკებით. “მკვდარი” გალაქტიკა უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ აქ ახალი ვარსკვლავები აღარ წარმოიქმნება.
2022 წელს JWST-ის მონაცემები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ მკვდარი გალაქტიკები ადრეულ სამყაროშიც მრავლად იყო. ამან ასტრონომები ძალიან დააბნია: გალაქტიკები “უკვდავი” არც არავის ეგონა, თუმცა მათ სიკვდილს მილიარდობით წელი სჭირდება ხოლმე.
ერთ-ერთი შესაძლო ახსნის მიხედვით, ბნელი ენერგია ადრეულ სამყაროში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა. ამას გარკვეულწილად DESI-ის მონაცემებიც ადასტურებს, რომელთა მიხედვითაც ბნელი ენერგია შეიძლება მართლაც სუსტდებოდეს. ამის მიუხედავად, ახალი ნაშრომის ავტორები უფრო მარტივ ახსნას გვთავაზობენ.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ განსაკუთრებულად ძლიერი ქარის წარმოქმნა მხოლოდ ზემასიურ შავ ხვრელებს შეეძლო, თუმცა, ახალი დაკვირვებების მიხედვით, იგივე სურათი უფრო ფართოდ გავრცელებული ფენომენითაც მივიღოთ.
CRISTAL-02 რამდენიმე გალაქტიკის გროვაა, რომლებიც ამჟამად ერთმანეთთან შერწყმის ბოლო საფეხურზეა. ადრეული სამყარო უფრო მკვრივი იყო, ამიტომ ეს შეჯახებები გაცილებით უფრო ხშირად ხდებოდა. გალაქტიკების შერწყმის შედეგად მათი შემადგენელი აირები ცენტრისკენ მიიწევს, რაც ვარსკვლავების წარმოშობას უწყობს ხელს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ CRISTAL-02-ში ვარსკვლავები ორჯერ უფრო სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე მსგავსი ზომის სხვა გალაქტიკებში. პარადოქსულად ჟღერს, თუმცა სწორედ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი აძლევს აირების გამოტყორცნის პროცესს ბიძგს. საქმე ისაა, რომ ეს ვარსკვლავები მალევე ფეთქდება, ამის შედეგად კი გალაქტიკიდან ქარი გამოიტყორცნება.
ნაშრომის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ძალიან გავრცელებული ფენომენია. ადრეული გალაქტიკების თითქმის ნახევარი სხვა ახლომდებარე გალაქტიკებთან ურთიერთქმედებს, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ადრეული სამყარო მკვდარი გალაქტიკებითაა სავსე.
კვლევა გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს5336 ნახვა
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ “ზეგიგანტებად” გარდაიქმნებიან859 ნახვა
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს762 ნახვა
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა622 ნახვა
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს517 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ინტერნეტი
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა

რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
მეცნიერება
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
მეცნიერება
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
გადახედვა

პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
გადახედვა

ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
გადახედვა
კოსმოსი
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო