კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
ფოტო: New Line / Warner Bros
8
წაკითხვა
სამხრეთ კალიფორნიაში ორი ძირითადი ტექტონიკური ნაპრალი გვხვდება: სან-ანდრეასი და სან-ხასინტო. ამ ადგილებში დიდი ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება, რაც ზოგჯერ ძლიერ მიწისძვრებს იწვევს. აღნიშნულ რეგიონში პატარა მიწისძვრები ხშირია, შედარებით ძლიერი მიწისძვრები კი კატასტროფულიც შეიძლება იყოს.
ახალი ნაშრომის თანახმად, კალიფორნიაში დედამიწის ქერქში ბევრად მეტი ენერგიაა დაგროვილი, ვიდრე ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყოფილა. ეს შეიძლება დამანგრეველ მიწისძვრებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა უცნობია, როდის უნდა ველოდოთ ბუნებრივ კატასტროფას.
საფრთხე ძირითადად ლოს-ანჯელესს ემუქრება, რადგან კახონის უღელტეხილი სწორედ აქ მდებარეობს. დიდი მიწისძვრა ერთი ტექტონიკური ნაპრალიდან მეორეში მისი გავლით შეიძლება გადავიდეს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა მიწისძვრების 1000-წლიანი ისტორიის მოდელი შექმნეს. აღმოჩნდა, რომ ტექტონიკური დატვირთვა (რომელიც ერთეულ ფართობზე მოდებული ძალით გაზომეს) 1857 წლის შემდეგ გროვდება. ამ წელს ლოს-ანჯელესში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მოდელის შექმნის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ ცვლის თითოეული მიწისძვრა მიმდებარე რეგიონებზე დატვირთვას და როგორ გროვდება ეს ენერგია მიწისძვრებს შორის.
გუნდმა კახონის უღელტეხილს ახალი სახელიც კი დაარქვა: “მიწისძვრათა კარიბჭე”. სწორედ ეს ადგილი განსაზღვრავს, სეისმური აქტივობა მხოლოდ ერთ ტექტონიკურ რღვევას შეეხება თუ მიმდებარე რღვევებზეც გადავა. აღმოჩნდა, რომ 1857 წლის მიწისძვრა მხოლოდ ერთ რღვევას შეეხო, 1812 წლის სეისმური აქტივობა კი მომიჯნავე რღვევებზეც გავრცელდა.
ნაშრომის ავტორები განმარტავენ, რომ ამჟამინდელ დატვირთვის დონეებს შორის არსებული დინამიკა კრიტიკულ შუალედს უახლოვდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კახონის უღელტეხილის რეგიონი ძალიან მჭიდროდაა დასახლებული. ამასთან, იქ მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურებია.
საინტერესოა ისიც, რომ ნაშრომში წარდგენილი მოდელი მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც შეგვიძლია მოვარგოთ. კვლევა გამოცემაში Journal of Geophysical Research გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს5342 ნახვა
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ “ზეგიგანტებად” გარდაიქმნებიან860 ნახვა
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს764 ნახვა
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა637 ნახვა
მზის სისტემამ წარსულში ორი გიგანტური პლანეტა დაკარგა? — ახალი კვლევა კითხვებს აჩენს517 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
ტექნოლოგიები
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
გადახედვა
მეცნიერება
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ “იღებს გადაწყვეტილებებს” ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
მეცნიერება
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
გადახედვა
Sci-Tech
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
“პატარა წითელი წერტილები” შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
“პატარა წითელი წერტილები” შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI მკვლევრების მკაცრი კრიტიკის შემდეგ Anthropic უკან იხევს
AI მკვლევრების მკაცრი კრიტიკის შემდეგ Anthropic უკან იხევს
გადახედვა
მედიცინა
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
“ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება” — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
“ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება” — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
