ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

azerisport.com-ის ინფორმაციით, ვლადიმერ ვაისი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება.
საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავას "სლოვანის" ამჟამინდელი თავკაცი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
აზერბაიჯანელებს სლოვაკის დანიშვნა რამდენიმე მიზეზით სურდათ. მან რუსული ენა იცის, ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პლუს მათ მენტალიტეტს ადვილად მოერგებოდა, თუმცა ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი უთხრა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.