ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიასა და პსჟ-ის შორის შეთანხმება შედგა - რას გადაწყვეტს საბოლოოდ კონტესა და დე ლაურენტისის დუეტი?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ის შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა.
"რას უპასუხებს "ნაპოლი" ამ მაცდურ წინადადებას? - თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.
"პარტენოპეის" ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ გიჟურ წინადადებას მოამზადებს და შეთავაზებას 150 მილიონამდე გაზრდის, რას იზავს დე ლაურენტისი?!
პრეზიდენტს არ აქვს განზრახული გაყიდოს თავისი ძვირფასეულობა, მას სურს შეინარჩუნოს იგი ლურჯ ფერში,
რათა ის გახდეს ნეაპოლიტანური გუნდის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკარულად შეიცვალოს", - წერს გამოცემა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.