შევალიე ალისონის შემცვლელად – სატრანსფერო ექსპერტი ინფორმაციას ავრცელებს

24 წლის მეკარემ ლუკა შევალიემ შეიძლება პსჟ დატოვოს, – იტყობინება თურქული „ფანატიკი“.
გამოცემის ცნობით, „ფენერბაჰჩე“ უკმაყოფილოა ედერსონის თამაშით და შევალიეთი დაინტერესდა.
ჟურნალისტი ლორან პერენი „პარიზიენში“ წერს, რომ რადგან შევალიემ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, ძნელად მოიძებნება კლუბი, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის და საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ იჯარით ერთი ან ორი წლით გაუშვებენ.
სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური კი თავისი სოციალური ქსელით იტყობინება, რომ შევალიეს “ლივერპული” ალისონის შემცვლელად განიხილავს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა შეიძლება “ტოტენჰემმა” შეიძინოს.