საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.
„კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბიში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის