არქივი9 მაისი 2026, 02:21
შევალიემ შეიძლება პსჟ დატოვოს
24 წლის მეკარემ ლუკა შევალიემ შეიძლება პსჟ დატოვოს, - იტყობინება თურქული „ფანატიკი“.
გამოცემის ცნობით, „ფენერბაჰჩე“ უკმაყოფილოა ედერსონის თამაშით და შევალიეთი დაინტერესდა.
ჟურნალისტი ლორან პერენი „პარიზიენში“ წერს, რომ რადგან შევალიემ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, ძნელად მოიძებნება კლუბი, რომელიც მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის და საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ იჯარით ერთი ან ორი წლით გაუშვებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.