შარლ მიშელი - უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ნატო-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.
„უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვას.
შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.