უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება – შარლ მიშელი

დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ნატოს შესახებ შარლ მიშელის გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება. მათ არ მოაქვთ მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა მსოფლიოში. პირიქით, ისინი კვლავ ხაზს უსვამენ საჭიროებას, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ განავითაროს თავისი სტრატეგიული ავტონომია და ინვესტირება მოახდინოს მის თავდაცვაში, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ალიანსის სიძლიერე“, – წერს მიშელი.
Next: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, შესაბამის ოჯახებზე – საჭიროების შემთხვევაში ამისათვის რესურსები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება