„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის“ - შარლ მიშელი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „X“-ის პირად გვერდზე წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ კიდევ ერთხელ ქმნის მომენტს გადააზრებისთვის. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ,“ - წერს მიშელი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.