შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – პატრიარქის არჩევა ეკლესიისთვის დიდი გამოცდაა, პროცესის არასწორად წარმართვა ძალიან დამაზიანებელი იქნება, რაც შეეხება პოლიტიკას და ოპოზიციის აქტიურობას, ვიღაცა უნდა იყოს ხალხში და ვიღაცა უნდა იყოს ბრიუსელშიც