დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა და სემეკის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. Euronews-ის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი