ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ტარდება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებია, თუმცა მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი.
„რეფერენდუმი ბევრი მიზეზის გამო არ ტარდება საქართველოში, მათ შორისაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნები, ამავე დროს კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება გარკვეულწილად რეფერენდუმი ამ თემებთან დაკავშირებით და მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით ამ საკითხებზეც დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ოპოზიცია იმასაც ვერ ბედავს, რომ ამ თემაზე თავისი პოზიცია გამოთქვას, რადგან იყურება თავისი მფარველებისკენ და ერიდება ამ თემებზე საუბარი - ამაზე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს. დაწვრილებით ჩაბარდება პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.