ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისგან არის მხარდაჭერა და ჩვენ ამ მხარდაჭერას პარლამენტს გავაცნობთ

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისგან არის მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას ჩვენ გავაცნობთ საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იმართება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე ცვლილებების მიმართ მოსახლეობის პოზიტიური განწყობაა.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან. ჩვენ უკვე გვქონდა ოთხი შეხვედრა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთსა და ბათუმში. შეხვედრებზე პოზიტიური განწყობაა ამ ცვლილებების მიმართ და მხარდაჭერაა ჩვენი მოსახლეობისგან. ვსაუბრობთ საკონსტიტუციო პროცესის, კონსტიტუციური პროექტის, ცვლილების დეტალებზე, ასევე ვსაუბრობთ იმ კანონებზე, რომლებიც მისაღები იქნება ამ კონსტიტუციური ცვლილების პარალელურად. ასე რომ, საინტერესო დისკუსიებია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისგან არის მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას ჩვენ გავაცნობთ საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.