ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
,,2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.
ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით.
ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.
ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.