ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით თავად ევროკავშირსაც უსწრებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისა და თავად ევროკავშირის მაჩვენებლებს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„2024 წლის პირველი 5 თვის ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკის 9,3%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველო ინარჩუნებს თავის მყარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აფიქსირებს ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირს შორის. საქართველო ასევე მოწინავე ადგილს იკავებს EU-ს კანდიდატ ქვეყნებს შორის JWP-ის “კანონის უზენაესობის ინდექსით” და კორუფციის აღქმის ინდექსით.
დემოკრატიული და ფუნქციური ინსტიტუციების აშენება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - საქართველო ლიდერია ორივე მიმართულებით”, - წერს პაპუაშვილი X-ზე და ფოტოს აქვეყნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.