შალვა პაპუაშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი – „ძალა ერთობაშია”, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა, სადაც საგანგებოდ ამ დღისთვის, სიმბოლური, 6 მეტრის სიმაღლის თოვლისგან გამოკვეთილი ეროვნული დროშის მონუმენტი გაკეთდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად