ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური

შალვა პაპუაშვილი - რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური

რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ურთავს ბათუმში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველს მიმართავს: „კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ჩაწერილი“, რაზეც პოლიციელი პასუხობს: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.
„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური.
სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.