საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა.
ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს:
“საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე.
აღვნიშნეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირები.
მადლიერება გამოვხატე საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ურყევი მხარდაჭერისთვის.
საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში, ერთიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე მოვლენები საქართველოში. ხაზი გავუსვით დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში.
გამოვხატეთ მზაობა, ვითანამშრომლოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ მხრივ, აღინიშნა ნდობაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს