არქივი26 სექტემბერი, 2025, 09:51
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობას.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.