შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ – ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, პარლამენტს ამაზე რეაგირება ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს.
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს – აქაც ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ატეხეს ისტერია. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ დამაზიანებელია ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება თავად კანონს და [ნათია თურნავას] დანიშვნას, აქ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს – იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვ. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, ამაზე რეაგირება ჰქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს