შალვა პაპუაშვილი – „მესამე ძალაზე“ საუბარი „თვალში ნაცრის შეყრაა” – ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს

„მესამე ძალაზე“ საუბარი “თვალში ნაცრის შეყრაა”- ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ლანდშაფტის გამოწვევაა ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ერთი ძალაა – „ნაციონალური მოძრაობა“.
„მესამე ძალაზე“ საუბარი “თვალში ნაცრის შეყრაა”. ყოველ ასეთ მცდელობებზე, წარმოეჩინათ, რომ თითქოს, სხვა ჯგუფები არსებობდა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავდა, რომ ეს იყო ისევ ის „ნაციონალური მოძრაობა“.
ამას ხან „ევროპულ საქართველოს“ არქმევდნენ, ხან „ლელოს“, სხვადასხვა სახელს. ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის გამოწვევაა ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ერთი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი მისი ორბიტის გარშემო ტრიალებს, მისი ქოლგის ქვეშ არის. სიყალბის მხილებაა, როდესაც საუბრობს, რომ არის „მესამე ძალა“, ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო. ასევე, თითქოს, დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. გადახედეთ, ყველა ამ პოლიტიკოს, ესენი იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. ეს არის ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…