შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია – „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია, რომელიც უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია

თბილისის საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ამ პროცესში ჩართულია გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც.
„თბილისის საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა.
ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე.
მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია,“ – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს