ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ტიტუშკების“ ზიზღი და ძალადობა - დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა

შალვა პაპუაშვილი - გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ტიტუშკების“ ზიზღი და ძალადობა - დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა

გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“.
„გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ტიტუშკების“ ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა.
დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა“, - წერს პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.