ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი” - შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს

შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს. მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს! - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და მთელ მსოფლიოს შობას ულოცავს.
,,შობას ვულოცავ საქართველოდან მთელ მსოფლიოს! შობის დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიკრიბებით და სიხარულით ავღნიშნავთ ამ დღეს. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული ვითარებების ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან,“ - (მათე 5:9). შობის დღეს მშვიდობას და სიხარულს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.