შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის, როგორც მაკონსოლიდირებელი ფიგურის როლი

ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევარია, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა „ციხე შიგნიდან გაეტეხა“, სახელმწიფოს რღვევა გამოეწვია. სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპუტაციას უთხრიან ძირს, ეს გაძლიერდება, ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია ივანიშვილის როლი, როგორც საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ფიგურის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს აქვს მაკონსოლიდირებელი როლი როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე საზოგადოებისთვის.
„ეს იქნება მისი განსაკუთრებული როლი პოლიტიკაში. რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩანს რომ იქნება ძალიან ტურბულენტური, საფრთხეებით და რისკებით სავსე. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული. ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადი და ნახევარია, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა “ციხე შიგნიდან გაეტეხა”, სახელმწიფოს რღვევა გამოეწვია. სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპუტაციას უთხრიან ძირს, ეს გაძლიერდება, ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია ივანიშვილის მაკონსოლიდირებელი ფიგურის როლი. ეს წელი მშვიდად უნდა გავიაროთ, მომავალი წლის ბოლოს ქართველმა ხალხმა უნდა აღნიშნოს ეროვნული ინტერესების გამარჯვება უცხო ქვეყნების ინტერესების საპირწონედ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…