შალვა პაპუაშვილი – კრახის საფუძველზე ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩენია, ეს არის მდგომარეობის რადიკალიზაცია – ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ის, ვისაც საზოგადოების კონსოლიდირება შეუძლია

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, განცდილი კრახის შემდეგ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, ეს არის საქართველოში არსებული ვითარების რადიკალიზაცია.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 2024 წელი გამოწვევებით იქნება სავსე და ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც საზოგადოების კონსოლიდირება შეუძლია.
„ფაქტია, რომ 2024 წელი გამოწვევებით იქნება სავსე რეგიონში არსებული ვითარებიდან, ოპოზიციის სრული კრახიდან გამომდინარე. ამ კრახის საფუძველზე, ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ეს არის მდგომარეობის რადიკალიზაცია, ვხედავთ მათ მფარველებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. იქნება ამ წელსაც მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოლონ საქართველოს, მის რეპუტაციას, რასაც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვხედავდით. ამიტომ,ახლა მნიშვნელოვანია მთლიანად ერი კონსოლიდირდეს. ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ის, ვისაც საზოგადოების კონსოლიდირება შეუძლია იმისთვის, რომ ჩვენ ამ წლის ბოლოს კვლავ, კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვება ჩვენი მტრების ჯინაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა რომ ის ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ არის. ასე, რომ აქ არავის ეშინია“.
„ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე ყოველთვის იყო სიმართლე. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე საბოლოოდ, ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ 2 წლის წინ ვნახეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება როგორ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება, გახსოვთ აქციები რომ მოაწყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წალეკვით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. გავიდა დრო, სიმართლემ თავისი გზა ნახა და საქართველომ ამ სიმართლით გაიმარჯვა. სწორედ ამ სიმართლით გავიმარჯვებთ წელსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ