მიუნხენში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე – ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა.
„ეს გახლავთ ქალბატონ სალომეს კერძო მგზავრობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უცნობი და უინტერესოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ იქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია იქ უმაღლეს დონეზე, კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეს გახლდათ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში და ნატო-ში შედგეს. პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის და ნატო-ს ყველა ხელმძღვანელთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს