ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა” – პაპუაშვილი

საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს:
,,ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება იქ. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ეს გახლავთ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირში და NATO-ში. პრემიერმინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელთან და NATO-ში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.