შალვა პაპუაშვილი – მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი, ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ქართველების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი.
,,საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა. დღეს მისი უწმინდესობის ღვაწლით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 46 ეპარქიაა, 2000 მოქმედი ტაძრით და 3000 ბერ-მონაზვნით. ეს უბრალო რიცხვები არ არის, ეს ჩვენი სულიერების და ჩვენი იდენტობის საფუძველთა საფუძველია.
ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს.
ვულოცავ მის უწმინდესობას, და მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას, დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დედაეკლესიის მესაჭეობას კიდევ მრავალი წელი,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს