ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი: იქ სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი ჩასული, არის საქმეზე

შალვა პაპუაშვილი: იქ სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი ჩასული, არის საქმეზე

შალვა პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის "მნიშვნელოვანი საუბარი" შედგა.

"საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი. იყო აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული. ჰქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების, [...] ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება.

ჰქონდა მნიშვნელოვანი საუბარი, ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი" - ამბობს პაპუაშვილი.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, რატომ არ იყო მიწვეული ყაველაშვილი ვახშამზე, სადაც მიწვეული იყვნენ აზებაიჯანისა და სომხეთის ლიდერები.

"იქ სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი ჩასული, არის საქმეზე" - უპასუხა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.