ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელ ქვეყნებში ვახშმობს ყაველაშვილი და რომელ ქვეყნებში – არა? – პაპუაშვილი

რომელ ქვეყნებში ვახშმობს ყაველაშვილი და რომელ ქვეყნებში – არა? – პაპუაშვილი

“სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი იქ ჩასული”- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვას, რომრლიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევას შეეხებოდა.
“სავახშმოდ არ არის პრეზიდენტი იქ ჩასული, არის საქმეზე ჩასული… ვახშამს მეკითხებით და. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის აშშ-ის პრეზიდენტთან, აშშ-ის შეერთებულ შტატებს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი… ჰქონდა მნიშვნელოვანი გასაუბრებაც” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი არ მიიწვიეს.
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ყაველაშვილი ტრანსატლანტიკურ ვახშამზე “დიფ სთეითის” ზეგავლენით არ მიიწვიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.