ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - თუ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამნისტიის აქტი საარჩევნოდ რამეში შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათთაც ხომ წაადგებათ? - მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ

ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] აღიარებენ, რომ ეს [„ამნისტიის შესახებ“ პროექტი] არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოებისგან ეს ინიციატივა მოწონებით სარგებლობს. მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ - თუ კი ფიქრობენ, რომ ეს საარჩევნოდ რაიმეში შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათთაც ხომ წაადგებათ? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ პროექტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები კრიჭაში უდგებიან საზოგადოებას, პარლამენტს, იმისთვის, რომ თანამშრომლობის "რაიმე ნაირსახეობა" არ აჩვენონ.
„[ოპოზიციის წარმომადგენლები] მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამნისტიას, თავადაც ხომ მიიწერენ მაშინ ამას, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, თუ კი ასე ფიქრობენ. ამით ისინი აღიარებენ, რომ ეს არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოებისგან ეს ინიციატივა მოწონებით სარგებლობს, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ. თუ კი ფიქრობენ, რომ ეს საარჩევნოდ რაიმეში შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათთაც ხომ წაადგებათ. ნაცვლად ამისა, კრიჭაში უდგებიან საზოგადოებას, პარლამენტს, იმისთვის, რომ საერთო ჯამში რაიმე ნაირსახეობა თანამშრომლობის არ აჩვენონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.