შალვა პაპუაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია - მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდეს
„ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია - მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდეს, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამნისტია დაუყოვნებლივი გათავისუფლების სახით პატიმართა დაახლოებით 10%-ს შეეხება.
„საერთო ჯამში, ამნისტია პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით შეეხება. იცით რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა - არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. ჯამში, 300-მდე მუხლს ეხება.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ბიუროს 15 ივლისს სხდომაზე წარედგინება და მას პარლამენტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე მიიღებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.