შალვა პაპუაშვილი: …ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით

ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკისა, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, წევრობა არ უნდა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი არ უნდა და აქაც კი რისკს ხედავენ – ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას განახადა, რომლის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია.

პაპუაშვილის შეფასებით, ისლანდიის მოსახლეობას უნდობლობა აქვს ევროკავშირის მიმართ, რაც მისივე განმარტებით, სწორედ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგით გამოიხატა.

„[ისლანდიის] რეფერენდუმის შედეგი აჩვენებს ძალიან მყარად ერთ რამეს: ეს არის ბრიუსელის მხრიდან ნდობის დაკარგვა სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობაში. სწორედ ეს არის უნდობლობა ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ, რაც გამოიხატა ამ რეფერენდუმის შედეგით, როდესაც ისლანდიის მოსახლეობამ უარი თქვა მოლაპარაკებების განახლებაზე. მოლაპარაკებები განაახლონ თუ არა ამაზეც კი უარი თქვეს იმდენად დიდია უნდობლობა ევროკავშირის მიმართ. იმიტომ, რომ ვინც დღეს ბრიუსელს მართავს – იმ პოლიტიკური თუ ადამიანურმა ჯგუფებმა საკუთარი უმწიფარი საგარეო პოლიტიკით და თავქარიანი შიდა პოლიტიკით მიაღწიეს იმას, რომ ისლანდია, რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, ნატოს წევრი, ასევე ბევრი მხრივ არის ინტეგრირებული… აქ კითხვა არის, რომ თუ კი ასეთი ინტეგრაცია არის, რაღა უდგას წინ, რომ ევროკავშირის [წევრი] გახდეს – აი, მათაც კი უარი თქვეს მოლაპარაკებების განახლებაზე იმდენად დიდია უნდობლობა და რით არის ეს უნდობლობა გამოწვეული? იმით, რომ თუ გახდებიან ევროკავშირის წევრი, თავისი სუვერენიტეტის ნაწილს დაუთმობენ ბრიუსელს. შემდეგ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ბრიუსელმა, რომელიც მათ დააზიანებს. ამის მიმართ აქვთ უნდობლობა. უნდობლობა აქვთ ევროკავშირის და ბრიუსელის მიმართ იმ ცვლილებების გამო, რომელიც დაგეგმილია.

მარტა კოსმა განაცხადა, რომ მზად არის წინადადებების პაკეტი ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის რეფორმისა. დაანონსებულია, რომ შეიძლება უბრალოდ ჩამოართვან ხმის უფლება წევრ ქვეყანას. ისლანდიელი ხალხი ამას უყურებს, რომ თუ დღეს წავლენ ამ ნაბიჯზე, აღარ აქვთ ნდობა რომ ხვალ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და რამდენიმე ქვეყანამ ხმა ჩამოართვას და მათ გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკისა, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, წევრობა არ უნდა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი არ უნდა და აქაც კი რისკს ხედავენ. შეიძლება ისეთ რაღაცაში შევიდნენ, რაც დააზიანებს მათ ინტერესებს. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ „ე.წ. ოპოზიციაში შემოდგომის პოლიტიკური აქტიურობის ციებ-ცხელება დაეწყოთ, რაც, ძირითადად, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებაში არის გამოხატული.

„ყოველდღიურად, ვხედავთ დაპირისპირებას ე.წ. ოპოზიციაში. ვხედავთ, რომ ახლა შემოდგომის პოლიტიკური აქტიურობის ციებ-ცხელება დაეწყოთ. ვაკვირდებით, რომ ეს პოლიტიკური აქტიურობა ერთმანეთის მიმართ არის ძირითადად გამოხატული. ამ დაპირისპირებას, პირიქით, ვგულშემატკივრობთ. მნიშვნელოვანია რომ კარგად წარმოჩინდეს, სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას