საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია ბევრ პარამეტრში, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე – შალვა პაპუაშვილი

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ ევროკავშირის ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო.

“საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე მეოთხე ადგილზე ვართ ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე