შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.
„თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“, – წერს პაპუაშვილი.
აღნიშნული პოსტით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.
„ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ. ის არასდროს ყოფილა ასეთი დასუსტებული. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი გაყოფილი“, – აღნიშნა ფიცომ.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ ქალბატონი კალასი“, – განაცხადა ფიცომ და აღნიშნა, რომ მისმა ლიდერობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროკავშირის უნარი, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს ან ჩამოაყალიბოს თანმიმდევრული პოზიცია მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია