რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით

რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით
„ხალხის ძალის“ დეპუტატი სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე წერს და აღნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისი ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დასტურია და რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით.
მისი თქმით, 2026 წლის წარმატება შემთხვევითობა არ არის – ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაყოფი, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. სტაბილურობა ნიშნავს განვითარებას.
„2026 წლის სტარტი:
შედეგი, რომელიც სწორმა პოლიტიკურმა კურსმა მოიტანა!
პოლიტიკა ემოცია არ არის, პოლიტიკა შედეგია. დღეს არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში უალტერნატივო გზა აირჩია.
ციფრები, რომლებიც თავად მეტყველებენ:
1 – ეკონომიკური ზრდა:
გაეროს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით იზრდება. შედარებისთვის: — 2.3%, მოლდოვა — 2.5%. ეს არის სხვაობა ომსა და მშვიდობას, ილუზიებსა და რეალურ განვითარებას შორის;
2 – ფინანსური ფარი:
ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ $6.16 მილიარდზეა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დაცულია გარე შანტაჟისა და ეკონომიკური რყევებისგან;
3 – საერთაშორისო პრესტიჟი: ქართული პასპორტი მსოფლიოში 33-ე ადგილზეა. სუვერენიტეტის დაცვა იზოლაციას კი არა, პირიქით — ქვეყნის ფასის ზრდას ნიშნავს.
რას გადაურჩა საქართველო?
რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით. ჩვენი არჩევანი იყო არა სხვისი ომი, არამედ საკუთარი ქვეყნის მშენებლობა.
P.S. 2026 წლის წარმატება შემთხვევითობა არ არის. ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაყოფი, სადაც სახელმწიფო ინტერესი ყოველთვის პირველ ადგილზეა.
სტაბილურობა ნიშნავს განვითარებას!“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში